დისტანციური
სწავლება

დაწყება

ჩვენ შესახებ

არსებობს წარმოდგენა, რომ ვებგვერდის აწყობა მხოლოდ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს შეუძლია ისწავლოს. თუმცა, რაც დრო გადის, საპირისპირო სურათს ვხედავთ. სულ უფრო მეტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი სწავლობს პროგრამირებას, სხვადასხვა სირთულის აპლიკაციებს ქმნის და თავად აწყობს ვებგვერდებს. ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა თავად შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება. თუკი ადრე ინოვაციური იდეის რეალიზებისათვის საჭირო იყო ფინანსები, დღეს ადამიანს შეუძლია, თავად დაეუფლოს იდეის რეალიზებისათვის საჭირო ტექნიკურ ცოდნას. ამ კურსის ფარგლებში მსმენელები გაერკვევიან ვებპროგრამირების საწყისებში, შეძლებენ თავად ააწყონ სტატიკური ვებგვერდი ან, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები შეიტანონ არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში. დაგეგმონ და მენეჯმენტი გაუწიონ ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა, რომლის ფარგლებში მსმენელები თავად ქმნიან ვებგვერდებს HTML-ის გამოყენებით, CSS-ისა და JavaScript-ის დახმარებით.

ლექტორები და
კურსები

გაგრძელება

სტუდენტების ტუტორიალები

გაგრძელება

პროექტები

მეტის ნახვა

რესურსები

ნახვა